შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შიო (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორითი(მაშინდელი შორაპნის მაზრა). 1917-1923წწ. სწავლობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშის სკოლაში, 1924-1925წწ. ზესტაფონის საშუალო სკოლაში, 1925-1928წწ. წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში. 1929 წელს პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს საქართველოდან. დაბრუნდა 1932 წელს. 1936 წლამდე მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევის კოოპერატივის ბუღალტრად. 1975-1977წწ. იყო მორჩილი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1978 წლის 23 აპრილს აღიკვეცა ბერად, 27 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 22 ივლისს მღვდელმონაზონად, 28 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მაწყვერელ-ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. იმავდროულად დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1978 წლის 14 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად. 1981 წლის 9 სექტემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით მიტროპოლიტი შიო გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1986 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და პენსიაზე გაუშვა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |