შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; იყო განათლების სამინისტროს მეთოდგანყოფილების გამგე; პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1959 წლიდან მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1960-1968წწ. იყო დაწყებითი განათლების პედაგოგი და მეთოდიკის კათედრის გამგე; 1968 წლიდან - ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის კათედრის გამგე. ავტორია 750 ნაშრომისა (მონოგრაფიები, სტატიები). მათი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქართული ენის სწავლების მეთოდიკას; ავტორია დაწყებითი კლასების პროგრამებისა და სახელმძღვანელოებისა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.298; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.388 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |