შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ მარშანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს, შემდეგ გაერთიანება "საქავტოგზის" საგზაო ფენილების განყოფილებაში ინჟინრად; 1987-1990წწ. N4 საგზაო-სარემონტო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1992-1998წწ. სახელმწიფო გაერთიანება "საქავტოგზის" ადგილობრივი გზების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; იყო სს "კავკასავტომაგისტრალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა "თბილისი-წითელი ხიდის", თბილისი შემოსასვლელი გზის, "თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" გზების მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში საგზაო სამშენებლო საქმისა და საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.373
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |