Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ წულუკიძე![]()
Biographyდაამთავრა ელისავეტგრადის (უკრაინა) სამხედრო პროგიმნაზია 1876 წელს, ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი 1880 წელს და ოფიცერთა მსროლელთა სკოლა. ჯარში მსახურობდა 1876 წლიდან, ყუბის (აზერბაიჯანი) 155-ე ქვეითთა პოლკში. 1912-1913 წლებში მსახურობდა მე-4 კავკასიის მსროლელ პოლკში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-11 მსროლელთა პოლკს. 1916-1917 წლებში ასრულებდა მე-5 მსროლელი დივიზიის მეთაურის თანამდებობას, შემდეგ მე-5 მსროლელი დივიზიის ბრიგადის მეთაური იყო. 1917-1918 წლებში მეთაურობდა 177-ე ქვეით და 67-ე ქვეით დივიზიებს. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო ბათუმის ციხესიმაგრის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1923 წლის თებერვალში დააპატიმრეს და როგორც იატაკქვეშა ორგანიზაცია "სამხედრო ცენტრის" მონაწილე, თავის ბიძაშვილთან, გენერალ-მაიორ ვ. გ. წულუკიძესთან ერთად დახვრიტეს ტფილისში, ახლანდელ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი (1915). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი.-თბ., 2015.-გვ.96; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.522-523 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |