შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპირიდონ ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიამონაწილეობდა (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიისა და (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომებში. 1905-1909 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1909 წლიდან მსახურობდა ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკში. 1917 წლის აპრილში დაინიშნა ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკის მეთაურად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო გენერალური შტაბის განყოფილების სარემონტო სექციის უფროსი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. 1921-1947 წლებში ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. 1947 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1947-1951 წლებში ცხოვრობდა თბილისში. 1951 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. მიუსაჯეს 25-წლიანი სასჯელი. გარდაიცვალა ციხეში. საბრძოლო დამსახურებისთვის 1916 წელს მიღებული აქვს წმინდა გიორგის იარაღი. პოლკოვნიკი (1915), ქართველი გენერალ-მაიორი (1917). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.101 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |