შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ მახარობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1953-1965წწ. საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურული სახელოსნოს მთავარი კონსტრუქტორი იყო; 1965-1969წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N10 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1969-1974წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "გიპროკინოს" თბილისის ფილიალის დირექტორი; 1974-1979წწ. იყო საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1979-1991წწ. მუშაობდა საქართველოს საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტის" მთავარ ინჟინრად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დაპროექტებული და აშენებულია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები; მის მიერ პირველად დამუშავდა საქართველოში საცხოვრებელი სახლების ბლოკსექციები მზიდი ანაკრები კედლის პანელებით; დანერგილი აქვს სეისმომედეგი ანაკრები კონსტრუქციები სეისმური რაიონებისათვის; ინჟინერ-კონსტრუქტორ დ. ქაჯაიასთან ერთად მონაწილეობდა ქ. თბილისის სპორტის სასახლის მზიდი კონსტრუქციების დამუშავებაში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი მაღლივი სასწავლო კორპუსი საბურთალოს რაიონში; არისდიდი სამამულო ომის მონაწილე (1942-1946); მიღებული აქვს საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.384
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |