შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გარსევან გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქართული გიმნაზია 1914 წელს. 1921 წლიდან მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატის კინოს სექციაში და შემდეგ-საქართველოს "სახკინმრეწვში". 1921 წელს ივანე პერესტიანმა მიიწვია ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი". რეჟისორის ასისტენტად იმუშავა რამდენიმე მხატვრულ ფილმზე: "ვინ არის დამნაშავე" (რეჟ. ა. წუწუნავა, 1925), "თავადის ასული მერი" (რეჟ. ვ. ბარსკი, 1927). როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმი "შეხვედრა" (1930). 1930 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ფილმების სექციაში გადაიღო "მეცხოველეობა" (1930), "ქართველი ებრაელები" (1932), "მესაქონლეობა" (1939), "რეზინის მრეწველობა" (1935), "წითელ არმიაში გაწვევა" (1936), "დეპოს უფროსი" (1955)", "განგაშის ხმა" (1957), "რაც მოგივა დავითაო" (1959), "უსაფრთხოების ტექნიკა" (1962) და სხვ. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 65; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |