შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 1982-1985 წლებში სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1990 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია. 1988 წლის 13 აპრილს აღიკვეცა ბერად, 1988 წელს იკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად. 1990 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1992 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად. 1992-1997 წლებში იყო ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1995 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს მთავარეპისკოპოსად. 1995-2002 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი. 2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. ნეკრესის ეპარქიის მმართველი-მიტროპოლიტი. წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |