The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მგელაძე

მიხეილ მგელაძე
Date of birth:28 June, 1920
Date of death:2012  (at 91 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1942 წელს.

1942-1947წწ. მუშაობდა ყაზახეთის რესპუბლიკაში ქ. კოკჩეტავის სამხედრო ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1947-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, თბილისის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად; 1975-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო; 1986 წლიდან ჰოლდინგური კომპანია (შემდგომში სააქციო საზოგადოება) ბიზნეს ცენტრ "სოფმშენის" ექსპერტ-კონსულტაცია; დიდია მისი დამსახურება საშენ მასალათა მრეწველობის დარგის განვითარებაში; უშუალო მონაწილეა მეტეხისა და საგარეჯოს, აჯამეთის და ავჭალის სილიკატური აგურის, რუსთავის და კასპის ცემენტის, ინერტული და არასამთომადნო მასალების საწარმოთა პროექტირებაში, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში, საკოლმეურნეო სექტორის სამშენებლო ორგანიზაციებში ინდუსტრიული მეთოდების დანერგვისა და მისი სახელმწიფოებრივ მშენებლობასთან კოოპერირების საქმეში; მისი ავტორობით გამოიცა მეტად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო "საქართველოს საკოლმეურნეობათშორისო სამშენებლო ორგანიზაციების რეკომენდაციები"; იყო საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი; სამამულო ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.388; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.189

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: