The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მებუკე

ვახტანგ მებუკე
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1986 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N2 და N1 სამმართველოებში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 2001-2002წწ. იყო შპს "ოსკარის" გენერალური დირექტორი; 2002-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ნავთობის კორპორაციის სისტემაში მშენებლობის უფროს მენეჯერად; 2004 წლიდან ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობას ეწევა აშშ-ში, კალიფორნიაში; მისი მონაწილეობით აშენდა: თბილისის რძის ქარხანა, საფოსტო ყუთ "ვნიტეს" თელეთის ლაბორატორიული ქარხანა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს კლინიკური საავადმყოფო დიღომში, კავკასიის მინერალური ნედლეულის ს/კ ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსი, დასასვენებელი კომპლექსი კურორტ მიუსერაში, ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის მრავალფუნქციური დანიშნულების ხუთსართულიანი ოფისი თბილისში; ჩატარდა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია და მიშენება; იყო თვალსაჩინო სპორტსმენი- წყალბურთელი; 2006 წელს, წყალბურთის მსოფლიო ფედერაციის "ფინას" გადაწყვეტილებით მიენიჭა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება; დაჯილდოებულია მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.390-391


გააზიარე: