The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ალადაშვილი

ალექსანდრე ალადაშვილი
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1975-1977 წწ. მუშაობდა ქ. თელავის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, 1977-1978 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტად; 1978-1980 წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიური განყოფილებისა და გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიის ექიმ-ორდინატორად; 1980-1983 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტია; 1983-1985 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1986-1988 წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიური განყოფილებისა და გულის კათეტერიზაციის განყოფილების დოქტორანტი; 1998-2004 წწ. გაირა სტაჟირება გერმანიის კარდიოლოგიურ კლინიკებში ინტერვენციული კარდიოლოგიის დარგში; 1984-1994 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის პროფესორი; 1995-1997 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის გამგე, 1997 წლიდან არის შპს "გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია (1983), სადოქტორო (1990). არის 70-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. საქართველოში კლინიკურ პრაქტიკაში პირველმა ჩაატარა და ფართოდ დანერგა კორონაროგრაფიის, კორონარული ანგიოპლასტიკის და სტენტირების მეთოდი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.22; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ.185

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    მედიცინის მეცნიერებათა დარგში 1988-2000 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - "საქართველოში გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური (ინვაზიური და ინტერვენციული) მეთოდების დანერგვა"

გააზიარე: