The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონი (დეკანოზი)

ბესარიონი
Legal name:ბესარიონ მენაბდე
Date of birth:1957  (68 years)
Category:Architect, Religious leader

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს.

მუშაობდა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სპეციალიზებულ სახელოსნოში; შეადგინა ძველი თბილისის დეტალური დაგეგმარების პროექტი; 1985 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით დაინიშნა საპატრიარქოს მთავარ არქიტექტორად; 1988 წლიდან აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად უძღვებოდა საპატრიარქოსთან ჩამოყალიბებულ ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს; 1990 წლიდან კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღოლია; 1995 წელს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი; 2003 წლიდან ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს; მისი კონსულტაციებით დაპროექტდა თბილისის წმ. აბო თბილელის, ასი ათას მოწამეთა და ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესიები, რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.397


Share: