The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მენაბდე

თამაზ მენაბდე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:24 სექტემბერი, 2007  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში და ობიექტების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1977-1979წწ. იყო საქართველოს საბაგირო გზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1991წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1992-1993წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1995-1998წწ. იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე; მინიჭებული აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება; მონაწილეობდა სპორტის სასახლის, სახელმწიფო ტელევიზიის, თბილისის საკონცერტო დარბაზის, ქუთაისის მაუდ-სართავი და საჩხერის ბამბის სართავი კომბინატების, ხაშურის საგალანტერიო და შულავერის მარყლის სარეცხი ფაბრიკების, სხვა მრავალი სამრეწველო თუ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რიგი სამხედრო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით, არაერთი მაღალეფექტიანი ტექნიკური გადაწყვეტილება განხორციელდა. გენერალ-მაიორი (1995).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.398-399; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: