The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მეფარიძე

Date of birth:14 August, 1936  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძევრი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის ქობულეთის N3 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1985წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1999წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი, 1999 წლიდან შპს "სპეცმშენის" დირექტორი იყო; სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს უფროსი. მისი მონაწილეობით აშენდა: "თბილსრესი", "ვარციხეჰესი", ჟინვალის ჰიდროტექნიკური კვანძი, თბილისის წყალგამწმენდი ნაგებობა, სტავროპოლის თბოელექტროსადგური, ქსნის მინის ტარის ქარხანა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმოო-ტექნიკური ბაზა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.403; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.436

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ენერგეტიკული ნაგებობებისა და საავტომობილო გზების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1967 - საქართველოს საპატიო ენერგეტიკოსი

Share: