Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მინდელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1965წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. ალმა-ათაში (ყაზახეთი), ენერგოობიექტების მშენებლობაზე; გაიარა პროფესიული დაოსტატების ყველა საფეხური, მშენებელი ოსტატიდან ალმა-ათის თბომეურნეობის საექსპლუატაციო რაიონის უფროსამდე; 1965-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" მარნეულის გერანის ზეთსახდელი ქარხნისა და მისი სასათბურე მეურნეობის მშენებლობის ხელმძღვანელად; 1967-1968წწ. იყო თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1968-1975წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს თბომეურნეობის რესპუბლიკურ და 1975-1980წწ. თბილისის საბინაო მეურნეობის სამმართველოებს; 1980-1983წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; თბილისის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1995-2000წწ. კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურის უფროსი; წლების განმავლობაში კურირებდა კომუნალური, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; ხელმძღვანელობდა N1 საშუალო სკოლის რეკონსტრუქციას, უნივერმაღ "ბავშვთა სამყაროს" მშენებლობას, თბილისის ახალი მიკრორაიონების საგანმანათლებლო და კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის გაფართოებას; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს 16 მოწვევის დეპუტატი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.410-411
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |