შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან მინჯორაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. 1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ქ. გაგრის N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში გზის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსად; 1993-1995წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნის საავტომობილო გზების საკვლევ-საძიებო და პროექტირების სახელმწიფო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტის" პროექტის მთავარი ინჟინერი; 1996-2004წწ. გაერთიანება "აფხაზავტოგზის" აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 2005-2012წწ. მუშაობდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის უფროსად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის ზონის სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.412
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |