შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა მირიმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიენიჭა მიმოსვლის გზების ინჟინრის კვალიფიკაცია 1980 წელს. 1980-1999წწ. მუშაობდა კავკასიის საკვლევ-საძიებო საპროექტო ინსტიტუტში "კავსახტრანსპროექტი" ("კავგიპროტრანსი" 1980-1996წწ.) მეტროსა და გვირაბების განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების მთავარ სპეციალისტად; მონაწილეობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სხვადასხვა უბნების გაგრძელების და მშენებარე მონაკვეთების მუშა დოკუმენტაციის შედგენაში; ტრანსკავკასიის რკინიგზის მაგისტრალის გვირაბების პროექტს, "ყარსი-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის გვირაბების ტედ-ის,"ხარაგაული-მარელისის" სარკინიგზო უბანზე მეორე ლიანდაგების მოწყობის სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის მუშა პროექტს, საავტომობილო გზის "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს", ქ. სოჭის შემოსავლელი გზის გვირაბების მუშა პროექტის, "ნატახტარი-ბესლანის" საავტომობილო გზის 61-80 კმ-ზე ჩოხელთხევის, ნაღვარეთხევის საავტომობილო გვირაბების მუშა პროექტის შედგენაში; 1999 წლიდან დღემდე მუშაობს შპს "კავგიპროტრანსი-მგ" მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტაშისკარის სარწყავი გვირაბის საპროექტო სამუშაოებში; საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით თბილისში, ბათუმში, თელავში ქუჩების რეაბილიტაციის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გონიოს სასმელი წყლით მომარაგების სისტემის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში; მეტროპოლიტენის, რკინიგზის, საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისათვის, როგორც მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინერი წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის დაჯილდოებულია სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.415
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |