| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. საშუალო განათლება ერევანში მიიღო. 1908 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა ქ. ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სამელიორაციო ფაკულტეტზე, რომელიც 1915 წელს წარმატებით დაამთავრა. ანტონ ჯაფარიძე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში, საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოში. მან დიდი წვლილი შეიტანა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაში. საქართველოში მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით მოწყობილი იქნა დიღმის ველის სარწყავი სისტემა, გაიყვანეს ქსნის ველის სარწყავი არხები, შეაკეთეს ყარაის სარწყავი სისტემა, აჯამეთის სარწყავი სისტემა და სხვ. მისი ინიციატივით საქართველოს სხადასხვა რაიონში შეიქმნა გლეხთა საკრედიტო-მელიორაციული საზოგადოებები და ამხანაგობები. სოფელ ქსანში გლეხებმა მადლობის ნიშნად ადგილობრივი სამელიორაციო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. ანტონ ჯაფარიძე ინჟინერ კონსტანტინე ფერაძესთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 1929 წლის 5 ნოემბერს რკინიგზის დამცველი რაზმის მსროლელმა ლომინაძემ სასიკვდილოდ დაჭრა სოფელ სვირში. გარდაიცვალა ქუთაისის საავადმყოფოში 6 ნოემბერს. საქარისა და ობჩის მცხოვრებთა წარმომადგენლის მოთხოვნით აჯამეთის სარწყავ არხს ეწოდა ინჟინერ ანტონ ჯაფარიძისა და კონსტანტინე ფერაძის სახელი. ინჟინერ-მელიორატორი, ჰიდროინჟინერი, საქართველოს წყალთა მეურნეობის სპეციალისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.426; სადგურ სვირში მომხდარ მკვლელობის გარშემო // კომუნისტი. - თბილისი, 1929. - 7 ნოემბერი. - N258. - გვ.4-5; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.459 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

