Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ბადრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1984 წელს. 1984-1990წწ. იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო რუსული თეატრის რეჟისორი; საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტის საბავშო და საყმაწვილო გადაცემათა რედაქციის გადაცემის "ბასტი-ბუბუ" რეჟისორი (1992-1994, 1997-1999); 1999 წლიდან გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: დ. ურბანის "თაგვი ყველა თაგუნას უყვარს" (თოჯინების რუსული თეატრი, 1984); ა. პოპესკუს "მზის სხივი" (1986). მხატვრულად გაფორმებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: "ბრიყვი და ხელმწიფე" (რუსთავის თოჯინების თეატრი); "ერთი სურათი საგვარეულო ალბომიდან" (გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. 1999). მეთოჯინეთა საერთაშორისო ასოციაცია (უნიმას) საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.53 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |