შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ თოლორაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს. 1979 წლიდან მოღვაწეობდა "კინომსახიობთა თეატრში". 1967 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში, პირველი კინოროლია კოსტა ("ცისკრის ზარები", ყ. მგელაძე, 1967), პოპულარობა მოუტანა ლევანას როლმა ფილმში "ღიმილის ბიჭები" (რ. ჩხეიძე, 1969). შეასრულა 20-დე სახასიათო როლი ფილმებში: "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969, ბიძინა), "ანარეკლი" (ო. აბესაძე, 1974), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (ყ. მგელაძე, 1975), "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976), "არაჩვეულებრივი რეისი" (ბ. ჩხეიძე, 1982), "კუკარაჩა" (ს. დოლიძე, ქ. დოლიძე, 1982), "ჯადოსნური ღამე" (თ. ფალავანდიშვილი, 1983), "ახალი არკადია" (თ. ფალავანდიშვილი, 1986), "მარტოხელა მონადირე" (ქ. დოლიძე, 1989), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "ო, რა ტკბილია, განშორების ეს ნაზი სევდა" (ქ. დოლიძე, 1991). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 94; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.34 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |