The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ენვერ მოისწრაფიშვილი

ენვერ მოისწრაფიშვილი
Date of birth:11 September, 1937  (87 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1961 წელს.

1961 წელს მუშაობდა ქ. სვერდლოვსკში, საპროექტო ინსტიტუტ "ურალგიპროტრანსში" და ქ. თბილისში საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში"; მონაწილეობდა ახალი რკინიგზის ხაზების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში; მათ შორისაა: "ბირიუსა-ბოგუჩანის" (ციმბირი), "ესელ-ტურგაის" (ყაზახეთი), "რემეტი-ვიუხონის", "სვერდლოვსკი-გორაბლადატცკაიას" მეორე ლიანდაგის (ურალი), "ხაშური-ზესტაფონის" მეორე ლიანდაგის, "კიროვაბადი-ბაქოს" სარკინიგზო ხაზის და სხვა; 1965 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჯერ იყო ასისტენტი, შემდეგ ასპირანტი, დოცენტი და პროფესორი; 1989-1995წწ. იყო ინსტიტუტის "რკინიგზის მშენებლობისა და სალიანდაგო მეურნეობის" კათედრის გამგე; მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ისეთი აქტუალური პრობლემების დამუშავება, როგორებიცაა მთიან პირობებში რკინიგზის დაპროექტება, მშენებლობა და ექსპლუატაცია; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არაერთი სახელმძღვანელო და მრავალი მეთოდური მითითება; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1971 წელს; სადოქტორო 1978 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.425-426; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.126

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: