The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლავრენტი მორჩილაძე

Date of birth:21 December, 1959  (65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1981 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N692 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1989-1999წწ. იყო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" რუსთავის ფილიალის დირექტორი; 1999 წლიდან სს "ტრანსმშენის" მთავარი ინჟინერია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა: "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი "თეთრიწყარო-ნადარბაზევი-ბედენი-წალკის" გადასარბენები, თბილისის რკინიგზის ვაგზალი, სურამის უღელტეხილის მეორე ლიანდაგები, "ლოკომოტივის" სტადიონის სპორტული და რუსთავის პროფტექნიკური სასწავლებლის კომპლექსები, ვაკის სამების ეკლესია, საცხოვრებელი სახლები თბილისსა და რუსთავში და სხვა; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობაში, აფხაზეთის ომის დროს სოხუმსა და მის შემოგარენში დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.430; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.339

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განვითარებასა და სრულყოფაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Share: