Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი მღებრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1944-1957წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ხრამის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; იყო სოხუმის, ორთაჭალისა და ტყიბულის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების მთავარი ინჟინერი; 1957-1980წწ. საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, საკავშირო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" დირექტორი; წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკული მშენებლობის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო და სამამულო კომისიების წევრი-ექსპერტი, ასუანის მაღლივი კაშხლის მშენებლობის კონსულტანტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.438-439; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.252 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |