The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო ყანჩელი

სანდრო ყანჩელი
Legal name:ალექსანდრე ყანჩელი
Date of birth:1879
Date of death:1948  (at 69 years)
Category:Lawyer, Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1900 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში", აქვეყნებდა ლექსებს, თარგმანებს და ფელეტონებს. 1905 წლიდან იყო გაზეთ "ვოზროჟდენიეს" რედაქციის შემადგენლობაში (მეფის საწინააღმდეგო ოპოზიციური გამოცემა). "ვოზროჟდენიეს" აკრძალვის შემდეგ, მონაწილეობდა მთელ რიგ იმავე მიმართულების გამოცემებში. ეს გაზეთები ხელისუფლების მიერ იკრძალებოდა და იბეგრებოდა. ამ გამოცემის საბოლოო დარბევისა და აკრძალვის შემდეგ იყო გაზეთ "კავკაზსკოე სლოვოს" რედაქციის შემადგენლობაში. ამავე დროს მონაწილეობას იღებდა კავკასიის რუსულ თუ ქართულ გამოცემებში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ "რესპუბლიკას". საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძირითადად თარგმნიდა ქართულ პოეზიას რუსულად. იგი ახლოს იყოს ცისფერყანწელების ჯგუფთან. მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი "თბილისს", რომელიც 1927 წელს "ქართულ მწერლობაში" დაიბეჭდა და თბილისის ძირძველი უბნის კოლორიტს ასახავს. საქართველოს სახალხო არტისტის სალომე ყანჩელის მამა.

წყარო: ქართველი პოეტები: ენციკლოპედია/შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.330; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.295-298გიორგი ტოვსტონოგოვმა არ შეასრულა პირობა - როცა სალომეს ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდა, შვილები არ გამოატანა / მარინა ბაბუნაშვილი // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2012. - 12 აპრილი. - N 15 (925)

Member of Organizations

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1936-)

Bibliography


Share: