შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ნათალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. მუშაობდა სსრკ სატყეო მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტ "გიპროლესტრანსში" ინჟინრად, თბილისის მექანიკურ ქარხანაში - ოსტატად, საქართველოს კომუნალური მეურნეობისა და ვაჭრობის სამინისტროების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებში - სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საპროექტო ბიურო "ტურისტპროექტის" მთავარი სპეციალისტი; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო და ბინათმშენებლობის სამშენებლო სამმართველოს; 1990 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში"; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.448 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |