The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიო ხუციშვილი

გიო ხუციშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ხუციშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1962
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 2018  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. ჟვანიას სახელოსნო) 1984 წელს.

მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) "მემატიანეში". გადაიღო კინონოველა "სინანული" (1984), დოკუმენტური ფილმები "აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს", "საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ..." (1985), "დედმამიშვილობა" (1986), "იყო ასეთი ჭაბუკი" (მ. გაგუასთან ერთად, 1988), "არჩევნები" (1988), "თანამოაზრენი" (გ. ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვ. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: "სიყვარული ყველას უნდა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, 1980), "მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში" (ნ. ჯორჯაძე, 1981), "სანამ წვიმა გადაივლიდეს" (ქ. დოლიძე, 1984), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ჩვენი ჯერია ბიჭებო!" (ბ. წულაძე, 1986, თენგო მაისურაძე), "ავტორიტეტი" (ე. ბადურაშვილი, 1987), "ძაღლის ალღო" (გ. დადიანი, 1989), "ცოდვის დღესასწაული" (ე. ბადურაშვილი, 1990), "ვეფხისტყაოსანი" ანუ კავკასიური მარყუჟი" (თ. ჩიხლაძე, 2005). ქართული ღვინის კომპანია "თელიანი ველის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; სპორტის სასახლის დირექტორი. 2018 წლის 29 მაისს  ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის წინ  მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 225


გააზიარე: