The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გეგა კობახიძე

გეგა კობახიძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1961
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 1984  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1983 წელს. 

პირველად კინოში 5 წლისა გადაიღეს ფილმში "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" (ნ. მჭედლიძე, 1966). მთავარი როლი შეასრულა ფილმებში "ლაზარეს თავგადასავალი" (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1975). მონაწილეობს ფილმებში:"აურზაური სალხინეთში" (ლ. ღოღობერიძე, 1975), "ჩიტის რძე" (ნ. სანიშვილი, 1975), "ის ჩვენთან დარჩეს" (ი. ტარკოვსკაია, 1975, რუსეთი), "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა" (ა. ნინუა, 1977), "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის" (ბ. წულაძე, 1981, ნუკრი) და სხვ. 1983 წელს თენგიზ აბულაძემ მიიწვია თორნიკე არევაძის როლზე ფილმში: "მონანიება", მაგრამ ეკრანზე ის მაყურებელს არ უნახავს. 1983 წელს თვითფრინავის გატაცებისა და საბჭოთა იმპერიის საზღვრების დატოვების მცდელობის გამო, კობახიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, რაც 1984 წელს სისრულეში იქნა მოყვანილი ("მონანიების" კადრები მისი მონაწილეობით განადგურებულია).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.113


გააზიარე: