შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ნებიერიძე![]()
ბიოგრაფიაშალვა ნებიერიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმს" 1922 წელს შეუერთდა. მასთან ერთად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა და საბოლოოდ საფრანგეთში დასახლდა. მუშაობდა ტაქსის მძღოლად პარიზში. 1931 წელს სათავეში ჩაუდგა ქართველი ემიგრანტებისგან ჩამოაყალიბებულ დრამატულ წრეს, შემდეგ მუდმივ დასს, რომელიც ფინანსური პრობლემების მიუხედავად წარმოდგენებს საფრანგეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე მართავდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხალისედ შეუერთდა გერმანელების მიერ შექმნილ სპეციალურ საჰაერო-სადესანტო ნაწილს( "თამარ პირველი"), რომელსაც დივერსიები საბჭოთა კავშირის ზურგში, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებინა და მოემზადებინა საქართველოს მოსახლეობის აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1942 წლის ზაფხულში მათე კერესელიძის მეთაურობით საქართველოს სხვადასხვა რაიონში დესანტირებულ დივერსანტთა უმეტესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. შალვა ნებიერიძე ჰაერში მოკლეს. შალვა ნებიერიძეს 1929 წლიდან ცოლად ჰყავდა მართა ალექსის ასული ამილახვარი. მათი შვილები იყვნენ ნელი (1930) და გივი (1931). ნელის 1945 წელს იძულებით გაუკეთეს რეპატრიაცია საბჭოთა კავშირში, სადაც არაერთი წელი გაატარა პატიმრობასა და გადასახლებაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე, ემიგრანტი. წყარო: ქართველები უცხოეთში. წ. 1. თბ., 2012. – გვ. 149-150.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |