შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1969წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრაზე ასისტენტად, პედაგოგად; 1969-1975წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში" განყოფილების გამგედ; 1975-1982წწ. გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსად; 1982-1989წწ. დაინიშნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1989-1991წწ. იყო საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1993წწ. - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1993-1995წწ. - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 2003 წელს ათი თვის განმავლობაში იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 წლიდან შპს "მშენპროექტის" კონსულტანტია; მისი მონაწილეობითა და ძალისხმევით შეიქმნა მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული მრავალი კანონი, სამშენებლო ნორმებისა და წესების კრებული; არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის და მშენებლობასთან დაკავშირებული პუბლიკაციების ავტორი; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო სახელმწიფო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე; მრავალი ახალგაზრდა მეცნიერის ნაშრომის ხელმძღვანელი; თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად არის ჩართული დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის პროცესში; პროფესიული დამსახურებისათვის სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მრავალი მედალი და საპატიო სიგელი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია.- თბ., 2017.-გვ.459-460; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.60 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |