The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იორამ სააკაძე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1664
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

გიორგი სააკაძის მესამე ვაჟი. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ მამასთან და ოჯახთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. მამისა და ძმის დაღუპვის შემდეგ დედასთან ერთად ერთხანს ოსმალეთში ცხოვრობდა. XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და იმერეთში იყო, 40-იანი წლების დასაწყისში როსტომ მეფემ ქართლში გადაიყვანა, მამის სამფლობელო აღუდგინა და თარხნობა უბოძა. სააკაძე ჯერ როსტომისა და შემდეგ ვახტანგ V-ის უახლოესი თანამშრომელი იყო. 1663 წელს ვახტანგ V-ის დავალებით იმერეთში გაამეფა ბაგრატ IV. გარდაიცვალა იმერეთში ყვავილით. იორამის ჩამომავლები თარხნიშვილებად იწოდებიან.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.535-536


გააზიარე: