Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ ორჯონიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1959-1968წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1968-1972წწ. საქართველოს ხილბოსტნეულის დამზადება-გადამუშავებისა და რეალიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1973 წელს საქართველოს დამზადების სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ; 1973-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ამავე სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 1982-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების უფროსის მოადგილედ, საპროექტო-საძიებო სამუშაოების განყოფილებისა და კაპდაბანდებათა, საწარმოო სიმძლავრეთა ბალანსისა და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კრებსითი განყოფილებების უფროსად; 1992-2000წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა საქართველოს დამზადების სამინისტროს მშენებლობის დამკვეტის სამსახურს, მეფრინველეობის ფაბრიკების, მეცხოველეობის კომპლექსების, ხილ-ბოსტნეულის დიდი ბაზის (ლილოში), საკონსერვო და ხილის წვენების გადამამუშავებელი ქარხნების, თბილისში უნივერსამის ტიპის პირველი მაღაზიის (ვერის ბაზრის ტერიტორიაზე), გორის წისქვილკომბინატისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობისას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.471-472 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |