შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ოქროშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-2006წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურულ სახელოსნოში, ინჟინერ-კონსტრუქტორად, საკონსტრუქტორო ჯგუფის ხელმძრვანელად, სახელოსნოს მთავარ სპეციალისტად და მთავარ კონსტრუქტორად; 1992-2003წწ. წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ სპეციალისტად, პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 2002-2012წწ. ბაგრატის ტაძრის (ქუთაისში) რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ხელმძღვანელად; 1999-2002წწ. იყო სს "საქქალაქმშენპროექტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის პროექტის მთავარი კონსტრუქტორი; 1997-2011წწ. საპროექტო ფირმა "კაპიტელის" მთავარი კონსტრუქტორი; 2012 წლიდან ამავე ფირმის დირექტორია; ხელმძღვანელობდა 50-ზე მეტი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტის კონსტრუქციული ნაწილის პროექტების დამუშავებას და რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების აშენებას; მისი ძირითადი ნამუშევრებია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, მემორიალური კომპლექსი "საქართველოს მემატიანე" (თბილისში, ყეენის მთაზე), ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი და სხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.472-473
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |