შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამორი პაპასკირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1964წწ. მუშაობდა ავტომატიკის ს/კ ინსტიტუტში; 1964-1967წწ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - მექანიზაციის ლაბორატორიის უფროსად; 1967-1971წწ. რუსთავის ელექტროსამაგრების ქარხანაში - მთავარ ინჟინრად, დირექტორად; 1971-1976წწ. იყო თბილისის პლასტმასის ქარხნის დირექტორი; 1976-1978წწ. თბილისის ინსტიტუტ "კავკაზგიპროპრომსელსტროის" დირექტორის მოადგილე; 1978-1980წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლმონტაჟკომპლექტის" თელეთის ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორი; 1980 წლიდან ამავე გაერთიანების მმართველის მოადგილე, პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა მესაქონლეობისა და წითელწყაროს, კინდღის, კოდის მეფრინველეობის, კრწანისის მეღორეობის, წყალსადენების, კანალიზაციისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.475
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |