Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ პაპელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს; მოსკოვის ვ.ა. კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. 1959-1962წწ. მუშაობდა ქ. ორიოლში სასოფლო მშენებლობის საკავშირო ს/კ ინსტიტუტში; 1963-1964წწ. სსრკ ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს მაღაროების მშენებლობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტში; 1965-1982წწ. თბილისის სონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში; 1975-1982წწ. იყო საინფორმაციო განყოფილების გამგე; 1983-1984წწ. მუშაობდა მოსკოვის სამოქალაქო მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტში სამეცნიერო კვლევისა და ნორმირების განყოფილების წამყვან სპეციალისტად; იყო 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და 2 გამოგონების ავტორი; იკვლევდა რკინაბეტონის კარკასული შენობების სეისმომედეგობას, ბზარწარმოქმნისა და პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით; დიდი წვლილი აქვს შეტანილი რკინაბეტონის კარკასული შენობების სეისმომედეგობის კვლევებში, მისი კვლევების შედეგად შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები სეისმომედეგი, მაღლივი კარკასული საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პრაქტიკაში დაინერგა მთელი საქართველოს მასშტაბით; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.475-476
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |