შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ პაპიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ტექნოლოგიის სპეციალობით 1942 წელს. 1942-1969წწ. მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხანაში ცვლის ოსტატად, საამქროს უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შიფერის წარმოების დირექტორად, ცემენტის ქარხნის მთავარ ინჟინრად, დირექტორად; 1969-1979წწ. მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; დიდია მისი დამსახურება საქართველოში ცემენტისა და შიფერის წარმოების განვითარების საქმეში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნების მბრუნავი ღუმელებისა და შიფერის წარმოების რეკონსტრუქცია; იყო მრავალი დანერგილი წინადადების ავტორი; საქართველოს სსრ მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.476; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ივერიელი - ციფრული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |