შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1940 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის N31 დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში; იყო ნავთობმომპოვებელი ტრესტ "საქნავთობის" მმართველი; ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N2 სამმართველოსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟს"; ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობების, რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების, ტაბახმელის ბიოკომბინატის, შორაპნის ელექტროელემენტების ქარხნის, სასტუმრო "ივერიის", რესპუბლიკური საავადმყოფოს, უნივერმაღ "თბილისის", კულტურულ-საგანმანათლებლო და საკურორტო დანიშნულების ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე წარმატებულ სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.478
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |