The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე პეტრიაშვილი

პეტრე პეტრიაშვილი
Date of birth:15 June, 1912
Date of death:1975  (at 62 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს.

1935-1936წწ. მუშაობდა "ვოლგა-დონის" არხის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1936-1941წწ. აბასთუმნის ობსერვატორიის მშენებლობის უფროსად; 1942-1948წწ. ადიგენის რაისაბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1948 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა; 1948-1952წწ. მუშაობდა ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და კომპარტიის რაიკომის მდივნად; 1952-1966წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე; 1966-1973წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 და N6 ტრესტების მმართველი; 1973-1975წწ. გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის უფროსის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მსხვილი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ამ დარგების საწარმოო ბაზის განვითარების საქმეში; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.479

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: