შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იულია ფაილოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდღვაბუნა, ხონის რაიონი. სწავლობდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმის ჰიდროტექნიკურ და გემთწამყვანობის ფაკულტეტებზე. სწავლა 1940 წელს დაასრულა და შორეული ნაოსნობის შტურმანი გახდა. იულია ფაიოლოძე ვლადივასტოკის სანაოსნოში გაანაწილეს. მუშაობდა თბომავალ "არქტიკაზე" კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ. მალე უფრო დიდ გემზე, "მინსკზე" გადაიყვანეს. სწორედ მის საჭესთან იდგა და ამერიკისკენ მიემართებოდა, როცა რადისტმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების ამბავი ამცნო. მიუხედავად იმისა, რომ "მინსკი" სავაჭრო გემი იყო, მისი ეკიპაჟიც საომარ რეჟიმზე გადავიდა. 1945 წელს იულია ფაილოძე უდიდეს გემ "ვოიკოვზე" კაპიტნის მეორე თანაშემწად დაინიშნა. საბოლოოდ იგი ოდესის სანაოსნოში გადავიდა. 1948 წელს, საბჭოთა კავშირში ხელისუფლების განკარგულებით, ქალ მეზღვაურებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იგი საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ კაპიტანი ვერ გახდა. იულია ფაილოძეს პროფესიასთან კავშირი ბოლომდე მაინც არ გაუწყვეტია. 1949 წლიდან ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის გამგედ. შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |