Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გოგიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი 1992 წელს. მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია. 1993-1994წწ. - საქართველოს მეთაურის აპარატის იურიდიული განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი; 1994-1995წწ. - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 1995 წელს - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1999წწ. - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1999-2000წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე; 2000-2010წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე, ამავე პალატის თავმჯდომარე და სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2008-2015წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2010-2019წწ. - სს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2013 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2019 წლის ივნისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.126; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |