Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. 1957-1981წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და 1981-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა სსრკ-აშშ-ს ერთობლივ კვლევებში თემაზე "პლასტმასების გამოყენება ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში"; ხელმძღვანელობდა თემას "პოლიმერების გამოყენება გრუნტების გასამაგრებლად"; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრის გამგე; დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარე; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის დირექტორის მოადგილე; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 7 გამოგონება; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.485; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.341 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |