შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეორე ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1938 წელს. 1939-1940წწ. მუშაობდა ქ. სევასტოპოლში, სანაპირო დაცვისა და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებზე ინჟინრად; 1940-1941წწ. ფინეთში, ხანკოს ნახევარკუნძულზე, საფორტიფიკაციო ობიექტების მშენებლობაზე ინჟინერ-კაპიტნის წოდებით; 1941-1944წწ. იყო მოქმედ არმიაში, სამხედრო გემ "იოსებ სტალინის" ეკიპაჟის შემადგენლობაში; მისი ჩაძირვის შემდეგ იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე; 1944 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. წყალტუბოში, საკურორტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1949-1964წწ. მუშაობდა მშენებლობის სფეროში, საქართველოს კვების მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროების სისტემაში; 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; ჰქონდა III რანგის კაპიტნის სამხედრო წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.485
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |