The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჟორჟოლიანი

Date of birth:1935  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა როსტოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაციით 1971 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო მოძრავ-მექანიზებული კოლონის მომარაგების განყოფილების უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად (1969 წლიდან); 1972-1975წწ. დასასვენებელ სახლ "აგუძერას" (სოხუმი) დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1974-1976წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1976-1993წწ. ამავე სამინისტროს ქ. სოხუმის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; მისი მონაწილეობით აშენდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის კავშირგაბმულობის სახლი ახალ ათონში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486


Share: