The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ჟორჟოლიანი

თენგიზ ჟორჟოლიანი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1981-1984წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში"- პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი, მინისტრის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების არაერთი ობიექტი, მათ შორის: N 2175 და N 1172 სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ელექტრონული მრეწველობის კომპლექსი თბილისში, ქირურგიის, თერაპიისა და მორფოლოგიის ს/კ ინსტიტუტები და სხვა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მშენებელთა საერთაშორისო კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, პრეზიდენტი (1989-)

გააზიარე: