The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გოგიჩაიშვილი

დავით გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსები და საბანკო საქმე (ბაკალავრი) 1997 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ბაკალავრი) 2001 წელს; პენსილვანიის უნივერსიტეტი (შესავალი სპეციალობაში - სერტიფიკათი) 2001 წელს; ოჰაიოს უნივერსიტეტი (მედია მენეჯმენტის დეპარტამენტი - მაგისტრის ხარისხი) 2002 წელს.

2002 წელს იყო სატელიტური კომუნიკაციების ონლაინ ჟურნალის მმართველი საბჭოს წევრი; ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის კავკასიის მედია მენეჯმენტის პროგრამის ასისტენტი (2002); 2003 წელს სამაუწყებლო კომპანია "NBC" -ის ნიუ-იორკის სათაო ოფისის პროექტის ამერიკული გვიანი საღამოს იუმორისტული ტელე-ფორმატების საქართველოს ტელე-ბაზარზე ადაპტირებ" -ის ავტორი; სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის ტელეპროექტების - "ღამის შოუ", "შაბათის შოუ", "ცოცხალი შოუ", "კანდიდატი" - მენეჯერი (2003); 2004 წლიდან კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის (I სკოლასთან არსებული) მედია მენეჯმენტის ლექტორი. 1997 წლის სტუდენტური დღეების გამარჯვებული (ნომინაცია - წლის საუკეთესო პოლიტიკური სატირა); "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების" მიერ ორგანიზებული ედმუნდ მასკის სახელობის 2002 წლის სტიპენდიატი (გამოვლინდა 240 სტიპენდიანტი 12 ქვეყნის 6300 აპლიკანტიდან). ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.127; ambebi.ge


გააზიარე: