The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო აღნიაშვილი

ნიკო აღნიაშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ აღნიაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1901
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1928  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:რაკოვიცკის სასაფლაო, კრაკოვი, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზ აღნიაშვილი სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. პოლონეთის მაშინდელმა ხელისუფალმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია პოლონეთში. მათ შორის იყო იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში2009 წელს პოლონეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა XX საუკუნის 20-იანი წლების პოლონურ-ქართული ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ზუსტად დადგინდეს იმ ქართველი იუნკრების ვინაობა, რომლებიც მარშალ პილსუდსკის უშუალო მითითებით ჩარიცხეს პოლონეთის სამხედრო სკოლებში. ჩარიცხულთა სიაში, სხვა ქართველ იუნკრებთან ერთად, არის იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიცნიკოლოზ აღნიაშვილი სრულიად ახალგაზრდა, ოცდაშვილი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია კრაკოვის რაკოვიცკის სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ქართული წარწერა: "ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა", ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: "ღმერთმა გაანათლოს ნიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!" საფლავის ქვაზე ასევე არის ნიკოს ფოტოსურათიც, ქვაზე გადატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკერი, შემდეგში პოდჰალეს (მთიანი რეგიონი სამხრეთ პოლონეთში) ქვეითმსროლელთა პოლკის პორუჩნიკი (შეესაბამება ლეიტენანტის წოდებას).

წყარო: უცნობი ქართველი იუნკერი პოლონეთში / ქეთი ტოროტაძე // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბ., 2012. - ISSN 2233-3843. - ივნისი. - N6(18). - გვ.26-29


გააზიარე: