The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ რუდომეტკინი

ვიქტორ რუდომეტკინი
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:1992  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1970 წელს; სწავლობდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელსა და სსრკ კავშირის სამდინარო ფლოტის სამინისტროს ლენინგრადის უმაღლესი სამდინარო სასწავლებლის სამდინარო-ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაკულტეტზე.

1959 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა როსტოვის ოლქში, სტაროჩერკასკის ხიდების მშენებელი მატარებლის სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1972წწ. მუშაობდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების ტექნიკოს-დამპროექტებლად, ინჟინრად, საკონსულტაციო განყოფილების უფროს ინჟინრად, საამქოს უფროსის მოადგილედ; 1972-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N5 და შემდგომ N4 სამშენებლო სამმართველოების უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1982-1988წწ. სსრ კავშირის გემთსამშენებლო მრეწველობის სამინისტროს ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1988-1992წწ. კოოპერატივ "პროექტის" თანადამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და "წარჩინებულის" საუწყებო ნიშნით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.493


გააზიარე: