შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჩისლა რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1954წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, "ბაღნარჰესის" მშენებლობაზე (გაგრის რაიონი) მშენებელ-ოსტატად; 1954-1983წწ. საწარმოო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" (ყოფილი ტრესტი "საქჰიდროენერგომშენი") გაგრის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა: სანატორიუმ "გრუზიას" კომპლექსი, დასასვენებელი სახლები "ენერგეტიკი" და "ისკრა", 3000 მ საერთო სიგრძის საზღვაო ნაპირსამაგრი ნაგებობები, ასევე, მდინარეების - ფსოუს (ქ. გაგრის ზონაში), მზიმთას და მამაიკას (ადლერის რაიონისა და ქ. სოჭში), რთული საინჟინრო ნაგებობები, ქ. გაგრისა და ქ. სოხუმის შემოვლითი გზების მონაკვეთები; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; არჩეული იყო გაგრის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.494 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |