The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიჭიძე თამაზ

გაბრიჭიძე თამაზ
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა სარატოვის უმაღლესი სამხედრო-ქიმიური სასწავლებელი 1974 წელს; ქიმიური თავდაცვის აკადემია 1984 წელს.

1974-1981 წლებში მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში - ოცმეთაურად, ასმეთაურად, საარტილერიო პოლკის ქიმიური სამსახურის უფროსად. 1984-1987 წლებში მსახურობდა დივიზიის ქიმიური სამსახურის უფროსად, 1987-1992 წლებში კი კორპუსის ქიმიური ჯარების უფროსად. 1992-1994 წლებში იყო საგანგებო სიტუაციების შტაბის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსი, ხოლო 1994-1997 წწ. მსახურობდა შტაბის უფროსად სამოქალაქო თავდაცვასა და საგანგებო სიტუაციების დარგში უდმურტიის რესპუბლიკაში. 2006 -2009 წლებში დაინიშნა რუსეთის შსს საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსად სამარის ოლქში. ავტორია რიგი სამეცნიერო ნაშრომისა. მიღებული აქვს III ხარისხის ორდენი სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მილიციის გენერალ-მაიორი (2000).

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.172

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის შსს საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველო (სამარის ოლქი), უფროსი (2006-2009)
  • უდმურტიის რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების კომიტეტი, თავმჯდომარე (1997-2006)
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვის და მართლწესრიგის პრობლემების აკადემია , აკადემიკოსი

გააზიარე: