The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ სარალიძე

გრიგოლ სარალიძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2007  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლოს ფაკულტეტი 1960 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ლითონკონსტრუქციების ქარხნის ოსტატად, შემდეგ იყო ქარხნის დირექტორი; 1974-1976წწ. მივლინებული იყო კუბაში, მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის ხელმძღვანელად; 1976 წელს დაინიშნა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N8 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1978 წელს ამავე ტრესტის მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1981 წლიდან კი ტრესტის მმართველად; 1996 წელს ტრესტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, აირჩიეს სს "კავკასელექტროქსელმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; ხელმძღვანელობდა ქვეყნის ენერგოსისტემისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე არაერთი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. მიღებული აქვს მთავრობის მრავალი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტორის "წარჩინებული მუშაკის" მედალი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.502; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.300

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჩრდილო-ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: