შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ სვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1982-1998წწ. მიწვევით მუშაობდა ქ. ქუთაისში, საპროექტო ინსტიტუტ "ქუთქალაქპროექტში" არქიტექტურა-სამშენებლო სექტორის უფროსად, ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, ქ. ქუთაისის მთავარ მხატვრად, ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსად, ქალაქის მთავარ არქიტექტორად; 1998-2006წწ. მუშაობდა ქ. თბილისის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე პრაქტიკული კურსის პედაგოგად; შესრულებული აქვს მრავალი არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი პროექტები: ქ. თბილისი, საცხოვრებელი რაიონი "ავშნიანი", საცხოვრებელი რაიონი "ისანი"-I, II, თბილისის გეგმარებითი ცენტრის პროექტი, ავლაბრის მოედნის, სააკაძის მოედნის, მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის, 26 მაისის სახელობის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტები ქ. თბილისში; ქალაქების ქუთაისის, ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სივრცითი-ტერიტორიული განვითარების ხედვები და უფლებრივი ზონირების რუკები; ქ. ქუთაისში ისტორიული დაცვის ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ქ. ცაგერის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სხვა; 2015 წელს საავტორო ჯგუფთან ერთად გაიმარჯვა ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკვალიფიკაციო კონკურსში; ასევე არის საკავშირო კონკურსში გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.508 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |